ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან. ასევე ესწრებოდა მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი გურანდა სირბილაძე და რეგიონალური კოორდინატორი ქვემო ქართლიდან ლია ღუღუნიშვილი, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ სფეროში და არის ორგანიზატორი სხვადასხვა პროექტების. გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ლია ღუღუნიშვილთან:
მოგესალმებით, მოკლედ იქნებ გვითხრათ რა პროექტის ფარგლებში ჩატარდა დღევანდელი შეხვედრა და რომელი ორგანიზაციების თაოსნობით?
-ეს არის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომლის მხარდამჭერები არიან ,,ტრენგისა'' და ცენტრი ,,სიტისის'' ორგანიზაციები, აგრეთვე პარტნიორია ქვემო ქართლში სიქა და დამფინანსებელი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო ,,იუსაიდი'' და მე ვარ რეგიონალური კოორდინატორი ლია ღუღუნიშვილი ქვემო ქართლიდან,
როგორი შთაბეჭდილებები დატოვა თქვენზე დღევანდელმა შეხვედრამ და როგორ ფიქრობთ, რამდენად გაითვალისწინებენ და გაითავისებენ იმ საკითხებს რაზეც დღეს იყო საუბარი?
-ესენი არიან განსაკუთრებული თაობის ბავშვები, რომელთაც მიეცათ საშვალება სამოქალაქო განათლების სწავლებისა. აქ არის მოქალაქეობრივ ცნობიერებაზე დასმული აქცენტები და გარდა ამისა ამ პროგრამაში ჩართულობა ამ ბავშვებს აძლევთ საშუალებას დამატებით კიდევ, სხვადასხვა ლიტერატურიდან და პრაქტიკული, ხაზს ვუსვამ, აქტივობებიდან მიეცეთ საშვალება თავისი ცნობიერების უფრო გაღრმავებისა, ჩაღრმავებისა და რეალიზაციისა.
დღესდღეობით ინფორმირებული არის უფრო ახალგაზრდა თაობა იგეგმება თუ არა შუა ასაკის ინფორმირებაც?
-მე მინდა გითხრა, რომ აი ეს პროექტი მოიცავს თემში გასვლას, აქედან გამომდინარე ვერ ატარებენ ისეთ რაიმე აქციას რო არიყოს ჩართული ოჯახის წევრები და შესაბამისად თემში ყველა ასაკს მოიცავს. აქედან გამომდინარე მათი აქტივობის მხარდაჭერა ხდება თემიდან სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან.
ტრეფიკინგს რომ შევეხოთ...
-კი ეს არის ერთერთი საკმაოდ დიდი თემა ტრეფიკინგთან მიმართებაში და არის კიდევ ცალკეული პროგრამები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ანვითარებს ბავშვის გონებას.
როგორც ვიცი ტრეფიკინგით დაზარალებულთათვის არის სპეციალური დაწესებულებები. რამდენად კავშირი გაქვთ თქვენ მათთან?
-არა, მე მინდა გითხრათ. რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თეორიულ ცოდნას გაძლევთ და პრევენციული ზომებით ცოდნას. და მოგეხსენებათ ეს ცოტა სენსიტიური საკითხია და ამ კუთხით ვერ გაიცნობთ იმ ადამიანს ვინც დაზარალებულია.
იქნებ მითხრათ რომელ ქალაქს მიიჩნევთ ყველაზე მეტად აქტიუი მოქალაქეებით დასახლებულ ქალაქად?
-მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროგრამა მოიცავს თერთმეტ რეგიონს და აი ამ კუთხით როდესაც ხდება ხოლმე დაჯილდოება, მაისის თვე არის შემაჯამებელი. საკმაოდ აქტიურად გამოდის ყველა რეგიონი, რომლებიც ამ პროგრამაშია ჩართული.
რამდენად ჩართულები არიან თვითონ რუსთავის და ქვემო ქართლის მოსახლეობა?
-აი რუსთავი და ქვემო ქართლი ლიდერთა პოზიციებშია.
ახლო მომავალში რაიმე მასშტაბური ღონისძიება ხომ არ იგეგმება სამოქალაქო განათლების სფეროში?
-მე მინდა გითხრათ იანვრის თვეში მასწავლებლები წარდგინდებიან, თავიანთ აქტივობებიდან გამომდინარე წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულზე. ცხადია მასწავლებლები შეფასდებიან აქტივობებით, აქედან გამომდინარე ყველა მასწავლებელი დაინტერესებულია წარადგინონ რაც შეიძლება მეტი აქტივობები ამ ჯილდოს მისაღებად. მაისის თვეში კიდევ იქნება ეროვნული კომფერენცია, რომელსაც წინ უსწრებს რეგიონალური კომფერენცია.
ახლო მომავალში რომელ სკოლაში ჩატარდება ასეთი ტიპის შეხვედრა?
-მე გეტყვით, რადგან მე თვითონ რეგიონალური კოორდინატორი ვარ, ჩემი სკოლა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა არის ბაზა ამ კუთხით და მინდა გითხრათ, რომ აპრილის თვეში იქნება კონფერენცია და ყველა სკოლის წარომადგენელი მობრძანდება ამ კონფერენციაზე.




No comments:
Post a Comment