Saturday, 22 November 2014

კვირეული - ,,ოჯახი და ძალადობა''

,,ძალიან ხშირად მსხვერპლს ბრალდება ოჯახური ძალადობა, საზოგადოება თვლის, რომ მსხვერპლმა გამოიწვია ან ხელი შეუწყო. 
ოჯახური ძალადობის მიზეზი არის ყოველთვის ერთი და იგივე: ერთი ოჯახის წევრის სურვილი ჰქონდეს ძალაუფლება და კონტროლი მეორეზე. ანუ მსხვერპლი როგორც არ უნდა მოიქცეს, მოძალადე მაინც მოძებნის მიზეზს, რომ იძალადოს მასზე.
ოჯახში ძალადობას გამართლება არ აქვს და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი (რომელიც შეიძლება იყოს კაციც, ქალიც და ბავშვიც) არასდროს არის დამნაშავე''----ზუსტად ასეთი მონოლოგით მიმდინარეობდა მე-17 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ ,,თემიდას" და მისი მეურვის ნათია ზუმბაძის დახმარებით ,,ოჯახი და ძალადობა"-ის კვირეული (20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით). აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ, მსჯელობდნენ პრობლემების ცივილურად გადაჭრის გზებზე და სტრატეგიებზე. 27 ოქტომბერს მოეწყო დასკვნითი ეტაპი ანუ გამოფენა. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი პროტესტი, ნახატებითა და სლოგანებით.















No comments:

Post a Comment

საქალაქო კონკურს-პროექტი ჰერალდი თემაზე ,,განათლება''

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,თემიდა 2019''-ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე ,,განათლება'', კონკურსისათვის წ...