,,მე, როგორც ტოლერანტი მოქალაქე''
სამოქალაქო განათლების წრე
სსიპ ქ. რუსთავის # 17 საჯარო სკოლაში 2019 წლის 17 სექტემბრიდან ფუნქციონირებას იწყებს სამოქალაქო განათლების წრე მე-7 კლასის მოსწავლეთათვის, სახელწოდებით
,, მე , როგორც ტოლერანტი მოქალაქე''
წრის მუშაობის მიზანია: არაძალადობის გზით განსხვავებული კულტურის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტიანი ურთიერთობების დამყარება.
წრის მუშაობის ამოცანებია:
Ü მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება განსხვავებული შეხედულებების, შესაძლებლობების, წარმოშობის ადამიანებზე.
წრის პროგრამა:
1. ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების გაცნობა, გაანალიზება აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, ოთარ ჭილაძის, მაჰათმა განდის, ვაცლავ ჰაველის, ნელსონ მანდელას და როზა პარკსის მაგალითზე.
2. სკოლაში და თემში ინფორმაციის გავრცელება ტოლერანტობასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის შესაძლებლობაა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა-ღირებულებები.
3. განსხვავებული ღირებულებების-შეხედულებების მქონე მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა სასკოლო აქტივობების დაგეგმვა და ერთმანეთის კულტურის გაცნობა მეგობრულ გარემოში ( კედლის გაზეთების დამზადება, ფლაერების დამზადება, პრეზენტაციების მოწყობა და ა.შ).
წრის მუშაობას გაუძღვება სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ნათია ზვიადაძე

No comments:
Post a Comment