Tuesday, 24 December 2019

სამოქალაქო განათლების წრე ,,მე, როგორც ტოლერანტი მოქალაქე'' და სამოქალაქო კლუბი ,,თემიდა 2019''-ის ერთობლივი,სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს შედგა  სამოქალაქო განათლების წრის ,, მე, როგორც ტოლერანტი მოქალაქე''-ს და კლუბ ,,თემიდა 2019''-ის ერთობლივი მორიგი სამუშაო შეხვედრა. განვიხილეთ თემა: ,,ქალთა მიმართ ძალადობა''. გამოვეხმაურეთ საქალაქო კონკურსს ,,წერილი ძალადობის მსხვერპლს'' . წრის და კლუბის წევრებმა ისაუბრეს აღნიშნულ საკითხზე, მოიყვანეს რეალური მაგალითები, იმუშავეს ინდივიდუალურად და შექმნეს საკონკურსო წერილები. აქედან ავირჩიეთ ხმათა უმრავლესობით ერთი წევრის ნამუშევარი და გავაგზავნეთ კონკურსში (არჩეულ თემას არ ვასაჯაროვებ, კონკურსის მოთხოვნებიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გაიმარჯვებს ჩვენი წევრის ნამუშევარი გავასაჯაროვებთ). თემა თვისი აქტუალურობიდან გამომდინარე საინტერესო იყო სადისკუსიოდ და განსახილველად. კლუბის და წრის წევრებმა გადაწყვიტეს თვიანთი ნამუშევრების გამოფენა სკოლის ფოიეში, რათა სკოლის მოსწავლეები გაეცნონ და გაიაზრონ მოსალოდნელი შედეგები ქალთა მიმართ ძალადობასთან და გენდერულ უთანასწორობასთნ დაკავშირებით.










No comments:

Post a Comment

საქალაქო კონკურს-პროექტი ჰერალდი თემაზე ,,განათლება''

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,თემიდა 2019''-ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე ,,განათლება'', კონკურსისათვის წ...