Monday, 9 December 2019

სამოქალაქო განათლების წრე ,,მე, როგორც ტოლერანტი მოქალაქე'' სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს შედგა  სამოქალაქო განათლების წრის ,, მე, როგორც ტოლერანტი მოქალაქე''-ს მორიგი სამუშაო შეხვედრა.  (იქიდან გამომდინარე, რომ კლუბის რამოდენიმე წევრი, გარკვეული მიზეზების გამო ორშბათს ვერ გამოცხადდებოდა სკოლაში, გადავწყვიტე წრის სამუშო შეხვედრა ჩმეტარებინა პარასკევ დღეს) განხილული თემა გახლდათ გენდერული თნასწორობა. კლუბის წევრებმა ისაუბრეს ერთმანეთის განსხვავებულობაზე, გემოვნებაზე, შეხედულებებზე, ფასეულობებზე, ემოციებზე და დისკუსიის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველა ადამიანი არის თნასწორი თვის განსხვავებულობებით და სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პრივილეგიების თვალსაზრისით. იმუშავეს ჯგუფებში სადაც განიხილეს რამოდენიმე კაზუსი და იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მომდევნო შეხვედრა დაუთმონ აღნიშნული საკითხის ინფორმაციის გავრცელებას , ამისათვის შეიმუშვეს გეგმა, რომ შეკრიბონ მოსწავლეები მე-7 მე-10 კლასის ჩათვლით და ისაუბრონ გენდერულ თნასწორობაზე, როგორც ოჯახში , ისე საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

No comments:

Post a Comment

საქალაქო კონკურს-პროექტი ჰერალდი თემაზე ,,განათლება''

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,თემიდა 2019''-ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე ,,განათლება'', კონკურსისათვის წ...