![]() |
| სკოლის ექიმთან შეხვედრა |
![]() |
| სტუმრად ექიმის კაბინეტში |
იმ კლასებში ,
რომლებშიც მე შევდივარ ჩემი დაკვირვებით,
გასაუბრებით, გამოკითხვებით დავადგინე, რომ ბავშვები ვერ ერკვევიან, რას
ნიშნავს სწორი კვება, ჯანსაღი ძილი, ცხოვრების ჯანსაღი წესი. შევატყვე, რომ
სკოლაში დასვენებებზე ისინი ძირითადად სახლიდან მოტანილი არაჯანსაღი
პროდუქტებთ (ჩიფსებით, მარილიანი ორცხობილებით, გაზიანი სასმელებით) იკვებებიან,
ზოგჯერ ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე დამეწერა
სოციალური პროექტი თემაზე: ,, როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში’’ და ბავშვებს
პროექტში ჩართულობით თვალნათლივ დაენახათ რისკები არაჯანსაღი პროდუქტების მიღების
შემთხვევაში. პროექტში ჩავრთე სკოლის ექიმი ლია მჭედლიძე.
|
პროექტის სახელწოდება
|
,, როგორ
ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში’’
|
საფეხური/კლასი
|
დაწყებითი
საფეხური, მე-3ა და მე-3ბ კლასები
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
2 კვირა (30 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით)
|
მიზანი
|
მშობლის ჩართულობის
უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
პატარებისთვის
სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;
|
ამოცანები და განხორციელების გზები
|
1.
ჩვატარებ
გამოკითხვას თემაზე: ,,როგორ ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე’’ – 30 სექტემბერი;
2.
სკოლის
ექიმს ჩავაყენებ სოც. პროექტის საქმის კურსში, ერთად დავგეგმავთ შეხვედრის
განრიგს და საკვანძო საკითხებს, შევარჩევთ ბავშვებისთვის გამარტივებულ თემებს
და ვისაუბრებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე - 3 ოქტომბერი;
3.
მოვაწყობ
შეხვედარს სკოლის ექიმთან , სადაც ძირითადად გამახვილებული იქნება ყურადღება
ჯანსაღ გარემოზე და ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტებზე, ასევე ჰიგიენის წესებზე - 7
ოქტომბერი;
4.
პროექტის
დასასრულს მოვაწყობ პროექტის შეჯამებას, ბავშვებთან ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას
და დავაკვირდები რამდენად დადებითი შედეგები გამოიწვია აღნიშნულმა პროექტმა- 11
ოქტომბერი.
|
ექიმთან შეხვედრის შეხვედრის დღის გეგმა:
|
ექიმი ბავშვებს გაესაუბრება შემდეგ საკითხებზე:
Ø 1. ჯანსაღი ცხოვრების წესი;
Ø 2. პირადი ჰიგიენა;
Ø 3. დღის რეჟიმი;
Ø 4. ძილი;
Ø 5. ვიტამინები;
Ø 6. მიკრობები და ბაქტერიები;
Ø 7. სწორად კვება.
საუბარი შედგება საპრეზენტაციო მასალის სლაიდ-შოუს მეშვეობით.
|
შედეგი
|
1. მოხდება მშობლის ჩართულობა
სასკოლო ცხოვრებაში;
2. ბავშვები მიიღებენ და შეისწავლიან
სასარგებლო ინფორმაციებს მათი ჯანმრთელობის შესახებ;
3. მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არაა
საშიში და რომ ისნი მუდმივად უნადა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
|
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
1. მოხდა, თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2. რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და
რატომ?
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონა წილეებმა?
5. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული
აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
6. მომავალში მეტი ყურადღება რას
მივაქციო?
|
სოციალური პროექტის გეგმა შეადგინა
|
სსიპ ქალაქ რუსთვის მე-17 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათია
ზვიადაძემ
|
რეფლექსია
განხორციელებულ პროექტზე
მას შემდეგ, რაც შევნიშნე, რომ მოსწავლეეები ზოგჯერ გამოუძინებელი მოდიან
სკოლაში, არასწორად იკვებებიან, არ იციან, როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ
ჯანმრთელობას, გადავწყვიტე, ისინი შემეხვედრებინა ჩვენი სკოლის ექიმთან ქალბატონ
ლია მჭედლიძესთან, რამაც მოსწავლეებში დიდი ინეტრესი გამოიწვია. ასევე მინდა
ავღნიშნო, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია და
აღნიშნული პროექტით მშობლები მეტად დაახლოვდნენ კლასთან და პედაგოგებთან.
მიზანი:
· მშობლის ჩართულობის
უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
· პატარებისთვის სხვადასხვა
ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;
ექიმთან შეხვედრამდე გავწიე
სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოსამზადებელი სამუშაოები:
2019 წლის 7 ოქტომბერს ექიმი შეხვდა მე-3ა და მე-3 ბ კლასებს. ბავშვები მას მეტად
გულთბილად შეხვდნენ. დიდი ინტერესით მოუსმინეს მის საუბარს, რომელიც საპრეზენტაციო
სლაიდ-შოუს თანხლებით მიმდინარეობდა.
ექიმი ბავშვებს ესაუბრა: თუ რას
ნიშნავს ჯანმრთელობა, რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად. ესაუბრა
სწორად კვებაზე, ვიტამინებზე, რომლებიც კვების სხვადასხვა ჯგუფში მოთავსებულ
პროდუქტებში შედიან. აუხსნა ბავშვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის
შედგენა და მისი განხორციელება, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენად
მნიშვნელოვანია დროზე დაძინება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, სხვადასხვა მავნე
ჩვეულების დროულად აღმოფხვრა. ისაუბრა ჰიგიენაზე, ბავშვებს მიაწოდა
ინფორმაციები ბაქტერიებზე, ვირუსებზე.
დაარწმუნა ბავშვები, რომ
შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების პრევენცია, ისაუბრა კბილების მოვლის
აუცილებლობაზე.
ექიმი ბავშვებს ესაუბრებოდა
დამაჯერებლად, პატარებისთვის გასაგები ენით. დასასრულს, მან ბავშვებს უჩვენა
საინტერესო ანიმაციური ფილმი ,,როგორ მოვუაროთ კბილებს’’.
მოსწავლეებმა ექიმს უამრავი შეკითხვა
დაუსვეს. ექიმმა მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრის დასასრულს ერთ-ერთმა
მოსწავლემ, რომელიც თითქმის მთელი გაკვეთილების განმავლობაში თვი აქვს დადებული და
ძინავს, რადგან მას აქვს ძილის რეჟიმი დარღვეული და მშობლებისგან ფარულად მთელ
ღმეებს ათენებს ინტერნეტ თამაშების თმაშით, მან დადო პირობა, რომ ამიერიდან იგი
დაიცავდა დღის რეჟიმს და აღრ დაიძინებდა გაკვეთილებზე. მან მართლაც შეძლო ამ მავნე
ჩვევის დამარცხება და ცდილობს იყოს აქტიური საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლეები მიხვდნენ ჯანსაღი
საკვების მნიშვნელობაზე და დაიწყეს ერთმანეთის საკვების გაკონტროლება, ცდილობენ
მოიტანონ სახლიდან ხილი, ბოსტნეული, კომპოტი ან წყალი.
შედეგი:
· შედგა მშობლის ჩართულობა
სასკოლო ცხოვრებაში; მშობლები კმაყოფილები დარჩნენ აღნიშნული პროექტით და დიდი
მადლიერება გამოხატეს ექიმის მიმართ.
· ბავშვებმა უამრავი სასარგებლო
ინფორმაცია მიიღეს ჯანმრთელობის საკითხებზე.
· მოსწავლეები ექიმს დაჰპირდნენ, რომ
აუცილებლად შეასრულებენ მის რჩევა-დარიგებას.
პროექტის მონიტორინგი
1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული
ყველა მიზანი მიღწეულია.
2. რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
აქტივობები გეგმის
მიხედვით განხორციელდა.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
განსაკუთრებით
საინტერესო აღმოჩნდა ექიმთან შეხვედრის დღე. შეხვედრა სასიხარულო იყო
მშობლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც.
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად
ბავშვები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, იკვებონ
ჯანსაღი პროდუქტებით, დროზე დაიძინონ, დაიცვან დღის რეჟიმი, მოუარონ
კბილებს, დაკავდნენ სპორტით...
5. პროექტის აქტივობები გეგმის
გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა, მსვლელობისას რაიმეს
დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
6. მომავალში -უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ,
რომ ადამიანური რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. სკოლაში
განვახორციელებ მშობელთა ჩართულობის პროგრამას.
სამოქალაქო
განათლების მასწავლებელი ნ. ზვიადაძე
15.10.2019წ.









No comments:
Post a Comment