სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: ,, ჩვენ - როგორც ტოლერანტი
მოქალაქეები’’
საფეხური/კლასი : დაწყებითი,
მე-5ა, მე-5ბ და მე-4 ა კლასები
პროექტის განხორციელების დრო: 2 კვირა, 8 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით
პროექტის მიზანი:
ქალაქში, თემში, ქართველი და
არაქართველი, მოსწავლე ახალგაზრდების დაახლოვება, ტოლერანტული უნარ -ჩვევების
განვითარება და ურთიერთთანამშრომლობა.
მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული პროექტი ხელს
შეუწყობს ტოლერანტული უნარჩვეების განვითარებას. ეფექტური კომუნიკაცის განვითარებასა
და მომავალში სხვა და სხვა ეროვნების მოსწავლეთა ინტეგრაციას სამოქალაქო
საზოგადოებაში.
პროექტის მდგრადობა:
პროექტი
იქნება სიცოცხლისუნარიანი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ქართველი
მოსწავლეები, მჭიდროდ დამეგობრდებიან და გააგრძელებენ ერთობლივი ღონისძიებების
ორგანიზებას
შესაძლო რისკები:
შესაძლოა იყოს რომელიმე
მოსწავლის მხრიდან უინტერესო დამოკიდებულება, ან პროტესტი.
პროექტის განხორციელების აქტივობები:
1. შეხვედრის ორგანიზება
სკოლაში, პროექტის იდეიის გაცნობა სკოლის ადმინისტრაციისთვის მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის. 08.10.2019წ.
2. საინიციატივო ჯგუფების დაკომპლექტება.
09.10.2019წ.
3. პრეზენტაციის მოწყობა
თემაზე: ,,განსხვავებული ადამიანები და
მათი ტრადიციები’’. 14.10.2019წ.
4. ნაციონალური კულტურების წარმოჩენა (
ნახატების მომზადება და პრეზენტაცია). 15.10.2019წ.
5. ნაციონალური სამზარეულოს და
ნაციონალური სიმღერების, ცეკვების გაცნობა
( ვიდეო რგოლის მეშვეობით). 17.10.2019წ.
6.
გამოფენის მოწყობა სკოლის
დერეფანში ტოლერანტობის თემაზე. 20.10.2019წ.
7.
ფილმის ,, ახლა საით წავიდეთ
?’’ ჩვენება/განხილვა. 21.10.2019წ.
8.
ჩატარებული პროექტის
პრეზენტაცია და შეჯამება. 22.10.2019წ.
პროექტშის მონაწილენი
: მე-4ა , მე-5ა და მე-5ბ კლასის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლლები.
პროექტის რისკები: პროექტის
განხორციელების დროს შესაძლებელია შეიქმნას ქაოსური მდგომარეობა.
პროექტის რესურსები:
ინტერნეტი, პროექტორი, კომპიუტერი, აუდიო მოწყობილება, ფლიფჩარტები,ფერადი
ფანქრები, მარკერები, კალმები, პრინტერი
ადამიანური რესურსები.
პროეტის ხელმძღვანელი: ნათია
ზვიადაძე
სოციაური პროექტის სახელწოდება: ,, ჩვენ
- როგორც ტოლერანტი მოქალაქეები’’
რეფლექსია
პროექტი - ,, ჩვენ - როგორც ტოლერანტი მოქალაქეები’’ სსიპ
ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაში განვახორციელე 08.10 -დან 22.10.
-ის ჩათვლით. მასში ჩაერთო სკოლის დაწყებითი საფეხურის მე-5ა,
მე-5ბ და მე-4ა კლასები 80 მოსწავლე, მშობლები, პედაგოგები.
პროექტი დიდად მნიშვნელოვანია , რადგანაც მოსწავლეების ნაწილი, რომლებიც ჩვენს სკოლაში დადიან
წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს. აქვთ განსხვავებული შეხედულებები
რწმენის, ტარადიციების, კულტურის შეხახებ . მათი ინტეგრაციის მიზნით საჭიროებს
ტოლერანტულ გარემოს შექმნას , რადგანაც შესაძლოა უმცირესობების ნაწილმა ხშირად
განიცადონ დისკრიმინაცია და საკუთარი უფლებების შელახვა.
პროექტი ასევე მნიშვნელოვანია , რადგანაც
რეალურ ცხოვრებაში მათ გაიაზრონ და თავი იგრძნონ
საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას,
დამოკიდებულებას და გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო
უნარებს. შედეგად ბავშვები და თემის ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებულებას და აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
პროექტი სრულიად
შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებთან.
პირველ ეტაპზე შევხვდი
პროექტის იდეის რეალიზებისათვის სკოლის ადმინისტრაციას, მშობლებსა და
მოსწავლეებს. მოსწავლეებთან ერთად დავაკომპლექტე საინიციატივო ჯგუფი პროექტის
განხორციელებასთან დაკავშირებით. დაიგეგმა აქტივობები, პროექტის ვადები და საჭირო
რესურსები.
პროექტის
ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია თემაზე: ,,განსხვავებული
ადამიანები და მათი ტრადიციები’’;
ნაციონალური კულტურების წარმოჩენა (
ნახატების მომზადება და პრეზენტაცია);
ნაციონალური სამზარეულოს გაცნობა (
ვიდეო რგოლის მეშვეობით); ნაციონალური სიმღერების და ცეკვების გაცნობა
( ვიდეო რგოლის მეშვეობით); გამოფენის
მოწყობა სკოლის დერეფანში ტოლერანტობის
თემაზე ფილმის ,, ახლა საით წავიდეთ
?’’ ჩვენება/განხილვა; მეგობრობის
ნიშნად სიმბოლოებით სახის მოხატვა და ბოლოს
მოეწყო ჩატარებული პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება. პროექტში მონაწილე
აქტიურ წევრებს სიმბოლირად გადაეცათ მადლობის სიგელები.
პროექტი
მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა
ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული
იყო მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების
გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი
კრიტერიუმების მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის
სიგელები. პროექტი ყველაზე წარმატებული
იყო გამოფენების და ნაციონალური კულტურის გაცნობის დროს. პროექტის განხორციელების
პერიოდში არ გამოვლინდა ხარვეზები ,რადგანაც პროცესში ყველა ჩაერთო
დიდი სიამოვნებით. მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობის პროცესში ერთმანეთს
ესალმებოდნენ და ემშვიდობებოდნენ სხვადასხვა ენებზე თნამეგობრობის ნიშნად.
![]() |
| მინი ლექცია კლასებში |
![]() |
| გამოფენა სკოლის ფოიეში |
პროექტის მონიტორინგი
1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული
ყველა მიზანი მიღწეულია.
2. რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
აქტივობები გეგმის
მიხედვით განხორციელდა.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
განსაკუთრებით
საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა ნაციონალური კულტურის გაცნობა, ასევე გამოფენის
მოწყობა ტოლერატობის თემაზე.
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად მოსწავლეები
დარწმუნდნენ, რომ ტოლერანტობა არის ყველაზე დიდი უნარი ადამიანის შესაძლებლობებში,
რომ განსხვავებულობა სულაც არ არის ცუდი, პირიქით მეტად საპატივცემულოა, როცა
სწავლობ და ეცნობი განსხვავებული კულტურის ტრადიციებს.
5. პროექტის აქტივობები გეგმის
გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა, მსვლელობისას დავამატეთ
მისალმება , დამშვიდობება სხვადასხვა ენებზე, რამაც მოსწავლებში დიდი ხალისი
შეიტანა.
სამოქალაქო
განათლების მასწავლებელი ნ. ზვიადაძე
22.10.2019წ.





No comments:
Post a Comment