სამოქალაქო განათლების კლუბი ,, თემიდა 2019''
სსიპ ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაში 2009 წლიდან 2014 წლამდე ფუნქციონირებდა სასკოლო კლუბი ,,თემიდა 2019 ''. იქიდან გამომდინარე , რომ კლუბის წევრების დახმარებით არაერთი კეთილი საქმე განხორციელდა, გადავწყვიტე კვლავ შემექმნა/აღმედგინა აღნიშნული კლუბი.
სასკოლო კლუბი ,,თემიდა'' სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან სასწავლო წლის ბოლომდე. კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია და გაწევრიანება შეუძლიათ მე-7 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
კლუბის წესდება
კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაესწროს კლუბის წევრების შეხვედრებს(გამონაკლისის შემთხვევაში, წევრმა წინასწარ უნდა აცნობოს კლუბის კურატორს გამოუცხადებლობის შემთხვევაში) დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს.
კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმცირეს ხუთი და არაუმეტეს 25 მოსწავლისაა;
ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად.
კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით :დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს კლუბის ლიდერი.
კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულიქნას 2 წლის ვადით.
.კლუბის მუშაობა
კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
დასკვნითი დებულება:
წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
კლუბი აქტიურად არის ჩართული თემში არსებული პრობლემების აღმოჩენასა და აღმოფხვრაში.
ბლოგის მიზანია
სამოქალაქო განათლების საგნის პოპულარიზაცია და მისდამი ინტერესის გაზრდა
აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების შეძენა.
ცოდნის, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მომავალში წარმატების მიღწევა.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილების შეძენა.
კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა,რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
კლუბის წევრები არიან:
1. ნიკა ნარსიძე;
2. დავით ზვიადაძე;
3. გიორგი ამალაშვილი;
4. ანი იმერლიშვილი;
5. მარიამ სუმბათაშვილი;
6. ნუცა გაფრინდაშვილი;
7. მარიამ ქიტოშვილი;
8. მათე ლიპარტელიანი;
კლუბში გაწევრიანების მსურველები ავსებენ ანკეტას.

No comments:
Post a Comment