Friday, 18 October 2019

კლუბ ,, თემიდა 2019''-ის წევრების მონაწილეობა საპროტესტო აქციაში

 იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური გამოკითხვის შედეგად რუსთავის მოსახლეობამ ბოლო პერიოდში ქალაქში უსიამოვნო სუნი დაასახელა და მათი თქმით შეუძლებელია ქალაქში გარეთ გამოსვლა და ცხოვრება, გამართეს საპროტესტო აქცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს კლუბ ,,თემიდა 2019''-ის მოსწავლეებმა.

2019 წლის 17 ოქტომბერს სასკოლო კლუბის წევრები ჩაერთნენ აქციაში "სიმყრალე გვკლავს", "რატომ წამლავთ ჩვენს შვილებს?!", "სუფთა ჰაერი რუსთავს!" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია მოქალაქეებმა რუსთავის მთავარი ადმინისტრაციული შენობის წინ გამართეს. მერიის წარმომადგენლის განცხადებით , ისინი გამოიკვლევენ უსიამოვნო სუნის კერას და მოხდება ამ პრობლემის დროულად აღმოფხვრა.


No comments:

Post a Comment

საქალაქო კონკურს-პროექტი ჰერალდი თემაზე ,,განათლება''

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,თემიდა 2019''-ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე ,,განათლება'', კონკურსისათვის წ...