Monday, 21 October 2019

სოციალური პროექტი ,, ბულინგი''

2019 წლის 25 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით განვახორციელე სოციალური პროექტი მე-7 კლასებში თემაზე: ,, ბულინგი ''. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. პროექტის მიმდინარეობა იყო სახალისო და აქტიური. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შექმნეს კედლის გაზეთები, მოაწყვეს პრეზენტაციები, დაამზადეს ფლაერები და დაარიგეს თემში, ჩაატარეს გამოკითხვა სოციუმში და ჩაწერეს ინტერვიუები მოსახლეობასთან.





                                               სოციალური პროექტის გეგმა

     სოციალური პროექტის ხელმძღვანელი:   სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია ზვიადაძე
    ქალაქი : რუსთავი
    სკოლა: სსიპ ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა
    თემის დასახელება:    ,,ბულინგი’’
    კლასი: მე -7
    განხორციელების დროის ჩარჩო : 25.09.2019 – 11.10.2019 - მდე
    აზროვნების ზედა დონის  უნარები:  თანამშრომლობა,        დაგეგმვა,  ორგანიზება , კვლევა, კრიტიკული და    შემოქმედებითი აზროვნება.
   
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა:
ბულინგი ერთ ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენსროგორც მთელ მსოფლიოშიისე საქართველოში.
ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმარომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება.
ბულინგი ერთგვარ სოციალურ მოვლენას წარმოადგენსრომელიც სპეციალისტების მტკიცებით ძირითადად დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისათვისპირველ რიგში ეს არის სკოლაბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდითუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვებიიქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიურიეთნიკურირელიგიური და .ბულინგის მოტივაცია კი სხვადასხვაგვარიაშურისძიებაკონკურენციამიუღებლობამორჩილება ლიდერისადმისამართლიანობის აღდგენა და სხვ.
დღესდღეობით არავისთვის  არ წარმოადგენს საიდუმლოს , რომ მოზარდის  სოციალიზაციის პროცესი  უფრო ადრე იწყება , ვიდრე ეს იყო წინა თაობაში, ასე რომ  სხვაზე ზეგავლენის მოპოვების სურვილიც  ადრეულ ჯერ კიდევ  სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს. ბავშვთა საზოგადოებაში  ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი.
მოსწავლეები მეტნაკლებად ფლობენ  ინფორმაციას  ბულინგის შესახებ, ამიტომ  სრულიად შესაძლებელია  ვერც კი ხვდებოდნენ , რომ  მათი ერთი შეხედვით  ჩვეულებრივი ქმედება  ბულერის ქმედების ანალოგიური იყოს. ამავე დროს მათ ხშირ შემთხვევაში არ იციან , როგორ დაიცვან თავი , რა საჭირო  ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
მიზანი:
მოსწავლეების მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით.
გამოკითხვისშედეგების მიხედვით დასკვნის გამოტანა.
პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების  შემუშავება  და აღნიშნული ინფორმაციის  გაზიარება როგორც  თანატოლებთან ისე  ფართო საზოგადოებასთან.
პროექტის მდგრადობა:
პროექტი მდგრადია რადგან იგი არსებობს და არსებობას გააგრძელებს  დამთავრების შემდეგაც.ბულინგი აქტუალური თემაა, როგორც მთელ მსოფლიოში ისე საქართველოში    . ძალადობამ მოიცვა მთელი მსოფლიო.ეს მოვლენა გვხვდება როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში.
მასწავლებლის ვალია  აღზარდოს  მოსწავლე ღირსეულ შვილად და მოქალაქედ,  დაეხმაროს აღსაზრდელებს რათა იყვნენ  კომუნიკაბელური, დამხმარენი,  და გულკეთილნი, რათა შეძლონ  ერთმანეთის გაგება და პატიება.
თემის შინაარსი :
პროექტის საწყის ეტაპზე  ვიწყებთ სამიზნე ჯგუფებში მუშაობას.
შემდეგ ვაწყობთ ფილმის ერთობლივ ჩვენებას ,, ბულინგის „ თემაზე  და ვმართავთ დისკუსიას. პროექტის მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაყოფილი არიან ორ ჯგუფად: ერთი აწარმოებს გამოკითხვას
 თემაზე ,, კიბერბულინგი“, ხოლო მეორე  ,,ვერბალური ბულინგი’’. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციასახარისხებენალაგებენ შინაარსობრივადატარებენ ქუჩის გამოკითხვას ბულინგის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკის დასადგენადახდენენ მოგროვილი მასალის თავმოყრას. ამზადებენ ბუკლეტს საზოგადოებაში გასავრცელებლადბოლოს აწყობენ დასრულებული პროექტის
 პრეზენტაციას სკოლის საკონფერენციო დარბზში სასურველი ფორმატით.


                          პროექტის  განხორციელების შესაძლო ხარვეზები:
Ø  ინტერვიუერის მხრიდან უარი.
Ø  ქუჩის გამოკითხვის ჩასატარებლად დაგეგმილ დღეს ცუდი მეტეოროლოგიური პროგნოზი ამინდი.
Ø  ტექნოლოგიური პრობლემა.( ოჯახში ინტერნეტის  პრობლემა ან ელექტრო ენერგიის გამორთვა)

მოსალოდნელი შედეგი:
დაამზადებენ ბუკლეტებს , მოამზადებენ პრეზენტაციას სადაც მოწვეული იქნებიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მშობლები.მოსწავლეები გაესაუბრებიან სოფლის თემს და შეაჯამებენ ინფორმაციას

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, , ფლიფჩარტი, მარკერები, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:
Ø  ჯგუფების შექმნა და საქმიანობის გადანაწილება: 24.09.2019
Ø  ფილმის ჩვენება და ერთობლივი დისკუსია: 27. 09. 2019
Ø  ინფორმაციის მოძიება  ინტერნეტ სივრცეში , მოძიებული  ინფორმაციის შენახვა , დახარისხება , დამუშავება  ელექტრონულ ფორმატში: 01.10.2019
Ø  თემის გამოკითხვა : 02.10 – 04.10
Ø  ბუკლეტების მომზადება და დაბეჭდვა: 04.10 – 08.10
Ø    ბუკლეტების დარიგება: 09.10- 10.10
Ø  პროექტის პრეზენტაციის მოწყობა:   11.10.2019
სპეციალური საჭიროებები :
Ø  მივცემ დამატებით დროს კვლევის ჩასატარებლად.
Ø  მივცემ მითითებებს  წყაროების მოძიების შესახებ.
Ø  მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ  მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით
Ø  მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.
Ø  ვთხოვ მოსწავლეებს შეასრულონ ლიდერის როლი ჯგუფებში.
Ø  ნებას დავრთავ მოსწავლეებს,  შემომთავაზონ თავიანთი ალტერნატიული დავალებები, რომლებიც ჩემს მიერ მიცემული დავალებების ექვივალენტურია.
Ø  მივცემ მოსწავლეებს  საშუალებას , რომ პროექტის განმავლობაში  სირთულის დონე თავიდან აირჩიონ.



    
ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება


1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩაგასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?
ბევრი რამ მასწავლა;
მასწავლა;
ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ბევრად უკეთესი გახდა;
უკეთესი გახდა;
ისეთივე დარჩაროგორიც იყო;
გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში? სავსებით ნათელი იყო;
ძირითადად ნათელი იყო;
არც ისე ნათელი იყო;
სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენაროგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
სავსებით ვეთანხმები;
ვეთანხმები;
ნაწილობრივ ვეთანხმები;
არ ვეთანხმები.
5.პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი წვლილის მაგალითები:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


6ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კრიტიკა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––




                                           პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1




        
                                         დისკუსიის შეფასების რუბრიკა



მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2





                                                          პროექტის შეფასების რუბრიკა


                                                                          კითხვარი

თარიღი--------------------------
სახელი---------------------------
გვარი-----------------------------
პროფესია-------------------------------------

       
ბულინგი (მობინგიგულისხმობს დაშინებასფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნითრომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიშიმორჩილება.
ვერბალური ბულინგი -არის  ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა . ამ შემთხვევაში მოსწავლის  დამცირებას და ძალადობას  აქვს ვერბალური ხასიათი.  მისი ფორმრბია დაცინვა , შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა , დაშინება.  

1.     გსმენიათ თუ არა ბულინგის შესახებ?------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.     თქვენი აზრით  სკოლაში რა სახის  ძალადობის ფორმები ფიქსირდება?
    --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.     ჩვენი ჯგუფი  იკვლევს  ბულინგის ერთერთ ფორმას  , ვერბალურ ბულინგს, რომელიც ყველაზე  მეტად  გავრცელებული ფორმაა , განსაკუთრებით  სკოლის ასაკის მოზარდებში . თქვენი აზრით  რა ასაკის მოსწავლეებში  მძვინვარებს  ვერბალური ბულინგი?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.     ბულინგის ერთერთი  ფორმაა ფარული ბულინგი, ანუ მორალური ძალადობა  თქვენზე თუ გაუვრცელებია ვინმეს  ტყუილი ან ჭორი , რომელსაც მორალური ზიანი მოუყენებია?-------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.     გამხდარხართ თუ  არ ოდესმე  დაცინვის ობიექტი?-----------------------------------------------------------------------------------------------------
6.     თქვენი აზრით მსხვერპლის ან მოძალადის როლში  რა ტიპის ბავშვები გვხვდებიან?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.     თუ დაუმცირებიხართ ვინმეს სკოლაში , სამსახურში , ოჯახში ან სრულიად უცხო გარემოში?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8.      თქვენ თავად თუ მიგიყენებიათ ვინმესთვის მორალური ზიანი?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9.     თქვენი აზრით რამდენად აქტუალურია დღეს ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




                                                                                                                                        
კითხვარი
თარიღი--------------------------
სახელი---------------------------
გვარი-----------------------------
პროფესია-------------------------------------



 ბულინგი (მობინგიგულისხმობს დაშინებასფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნითრომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიშიმორჩილება.
კიბერ ბულინგი-- რომელიც  ციფრული ტექნოლოგიების  გამოყენებით , ფარული  ან  აშკარა დაშინების მიზნით  განხორციელებული ქნმედებაა.    კიბერ ბულინგში  მოისაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი  ფოტოების ან ვიდევოების განთავსება , უხამსი ჭორების გავრცელება , მავნე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.             

         
1.     გსმენიათ თუ არა ბულინგის შესახებ?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.     თქვენი აზრით ითვლება თუ არა ბულინგი ძალადობად?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.     თქვენი აზრით  სკოლაში რა სახის  ძალადობის ფორმები ფიქსირდება?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.     ჩვენი ჯგუფი  იკვლევს  ბულინგის ერთერთ ფორმას  კიბერ ბულინგს . თუ ყოფილა შემთხვევა თქვენი პირადი ცხოვრების  კადრების    გასაჯაროება და ამით შანტაჟი?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.     თქვენი აზრით  როგორ უნდა მოიქცეს  ადამიანი (ბავშვი)  კიბერ ბულინგის შემთხვევაში?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.     როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ კიბერ,, ბულერის „ ვინაობა უცნობია?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.     თქვენი აზრით მსხვერპლის ან მოძალადის როლში რა ტიპის ბავშვები გვხვდებიან?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8.     დამამცირებელი სახელი თუ შეურქმევიათ თქვენთვის ვინმეს?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9.     თქვენი აზრით რამდენად აქტუალურია დღეს ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




სოციალური პროექტის რეფლექსია

         სსიპ ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების
         მასწავლებლის ნათია ზვიადაძის სოციალური  პროექტის რეფლექსია

2019 წლის  25 სექტემბერს   რუსთავის მე-17  საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის პრეზენტაცია .პროექტი განვახორციელე გეგმის თანახმად  , კორექტივები არ შემიტანია. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეძიათ ბულინგის ირგვლივ და დაემუშავებინათ ტექნოლოგიების გამოყენებით.მიღებული ინფორმაციის დამუშავება და დახარისხება. პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების  შემუშავება  და აღნიშნული ინფორმაციის  გაზიარება როგორც  თანატოლებთან ისე  ფართო საზოგადოებასთან.
პროექტის ყველაზე ძლიერი მხარე  ჩემი აზრით იყო თემის გამოკითხვა. მოსწავლეებს მოსწონდათ კორესპონდენტის როლში ყოფნა, გაიაზრეს თუ  რამდენად პრობლემურია დღეს ბულინგი და იმსჯელეს პრობლემის  გადაჭრის გზებზე.
პროექტის მსვლელობისას მოვახდინე  დაკვირვება  მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე,  თითეული  მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე. საჭიროების შემთხვევაში მივეცი მათ  დროული უკუკავშირი.  პროექტის დასასრულს მოვახდინეთ შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ჰქონდა განმავითარებელი ხასიათი.  შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა  პროექტის მსვლელობაში  და მოვახდინე მოსწავლეთა  ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება. თვითშეფასების კითხვარი  მოსწავლეებს დაეხმარა  თავიანთი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი შეიტანეს  პროექტზე მუშაობისას.  ეს მათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც გამოადგებათ.   მე  როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გამოცდილება მივიღე სამომავლოდ მსგავს პროექტზე მუშაობაზე.














No comments:

Post a Comment

საქალაქო კონკურს-პროექტი ჰერალდი თემაზე ,,განათლება''

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,თემიდა 2019''-ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე ,,განათლება'', კონკურსისათვის წ...