Monday, 21 October 2019

ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში


2019 წლის 21 ოქტომბერს მე-7 კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: .. სასკოლო თვითმმართველობა''.



ისტ-ის გაკვეთილზე გამოყენების   გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი  ნათია ზვიადაძე 
საგანი სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური/კლასი საბაზო საფეხური, მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 21
გაკვეთილის თემა:   სასკოლო თვითმმართველობა
გაკვეთილის მიზანი მოსწავლეები გაეცნობიან სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს, მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს და საფრთხეებს, მოირგებენ და გაითავისებენ სხვადასხვა სოციალურ როლებსმოსწავლეები დაისახავებ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საპრევენციო ქმედების გეგმასგამოუმუშავდებათ ემპათია  უთანასწორობის მსხვერპლის მიმართ

·                     მოსწავლეები გაიაზრებენ , სათაურისა და ვიდეო მასალის   მიხედვით  ტექსტის
              შესაძლო შინაარსს;
·                     გამოთქვამენ ვარაუდებს ;
·                     შეძლებენ ტექსტის ადეკვატურად აღქმას;
·                     იმსჯელებენ ძირითადი თემების ირგვლივ;
·                     შექმნიან მცირე წერილობით ნააზრევს;
·                      ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეები უკეთესად შეძლებენ გაიაზრონ და დააკვირდნენ მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციებს. გაიაზრონ დემოკრატიის  როლი სკოლაში. ისტ-ის გამოყენება გაკვეთილზემეტად თვალსაჩინოს და საინტერესოს ქმნის აღნიშნული თემის გააზრებაში

მიმართულება პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მოქ. საბ.2. საკუთარი თვის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ( მაგალითად სასკოლო თემის) წევრად აღქმა;
მოქ. საბ.3. საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;
მოქ.საბ.4. დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1.
აქტივობის მიზანი:

·         საორგანიზაციო საკითხები.

·         მიზნებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.

·         გაკვეთილის თემის გამოცნობა

·         ვარაუდების გამოთქმა


აქტივობის მსვლელობა:

·         მოსწავლეებს ვუჩვენებ ვიდეოფირს ბავშვთა უფლებები (https://www.youtube.com/watch?v=6XCHhwEqES8 );

ტოლერანტობა (https://www.youtube.com/watch?v=-ect1ccBNa4 )

და ვსვამ კითხვებს თუ  რა შთაბეჭდილება შეუქმნათ ვიდეო რგოლების ნახვამ? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს ტექსტის სათაურისა და ვიდეოფირზე ნანახი კადრების შემდგომ ტექსტის შესაძლო  შინაარსთან დაკავშირებით.
·        


 ვერბალური

მთელი კლასი

შეფასების რუბრიკის ცხრილი.

ლეპტოპი, პროექტორი

წთ.
2
 აქტივობის მიზანი:

·         წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მსვლელობა:

·         მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს:

1.       რა არის და როგორ გესმით დემოკრატია?

2.       რატომ გახდა საჭირო ადამიანის უფლებების ჩამოყალიბება წერილობითი სახით?

3.       რა არის თვითმმართველობა?

ვაჩვენებ ჩემს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას სლაიდებზე სასკოლო თვითმმართველობა.

·         მოსწავლეებს მივცემ დავალებას  ჩამოთვალონ რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს   დემოკრატია სკოლაში? უნდა იყოს თუ არა მოსწავლე ჩართული სკოლის მართვაში?

რა ფორმით უნდა იღებდეს მოსწავლე მონაწილეობას სკოლაში მიმდინარე პროცესებში.
·         ვერბალური;

·         დემონსტრირების მეთოდი
მთელი კლასი
სლაიდები
7 წთ.
3.


აქტივობის მიზანი:

·         ტექსტზე მუშაობა (წყარო 1)-

·         ტექსტზე მუშაობის უნარჩვევის განვითარება

აქტივობის მსვლელობა:

·         მოსწავლეები კითხვისას გამოკვეთენ საკვანძო სიტყვენს/წინადადებებს,  ამოიწერენ უცნობ სიტყვებს , რომლებსაც მოათავსებენ  დაფაზე, ” კალათაში.“ რომელსაც თემის დასასრულ მივუბრუნდებით ,
·         ვერბალური;

·         დემონსტრირების მეთოდი;
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო, ფერადი ფურცლები, რესურსიკალათა
8 წთ.
4.
აქტივობის მიზანი:

·         ცოდნის განმტკიცება

აქტივობის მსვლელობა:

·         მოსწავლებს დავუსვამ დასაზუსტებელ კითხვებს, რომელიც დაბალი სააზროვნო უნარებიდან მაღალზე გასვლას შეუწყობს ხელს
·         ვერბალური

·         ინდუქციური მეთოდი;
მთელი კლასი
ჩანაწერების დღიური
8 წთ.
5.
აქტივობის მიზანი:

·         სტრუქტურული ერთეულების დაკავშირება.

აქტივობის მსვლელობა: 

გამოვყოფ საკვანძო კითხვას: რატომ არის სკოლაში თვითმმართველობა? როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი საკუთრი უფლებებისა და ინიციატივების რეალიზაციისთვის? და

·       მივაწოდებ  დავალების შესრულების ინსრტუქციას



ვერბალური
მთელი კლასი
ლეპტოპი ;

შეფასების რუბრიკა;
13 წთ
6
აქტივობის მიზანი:

·         ლექსიკონზე მუშაობა.

აქტივობის მსვლელობა:

·         ამოვალაგებთ კალათასრომელშიც უცხო სიტყვებია და ვიმსჯელებთ მათ მნიშვნელობაზე
·         ვერბალური
მთელი კლასი
კალათა
5 წთ
6.
აქტივობის მიზანი:

·         საშინაო დავალების მიცემა;

აქტივობის მსვლელობა: 

·         მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივცემ  მოამზადონ პრეზენტაცია  თემაზე, ,, სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი როლი სკოლის მართვაში’’. მოსწავლეებს გადავუგზავნი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას და მითითებებს.


·         ვერბალური
მთელი კლასი
შეფასების ცხრილი
3 წთ
6.
შეფასება
·         ვერბალური
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკის ცხრილი
2 წთ.













გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
Ø  მოსწავლემ უნდა შეძლოს სასკოლო თვითმმართველობაში (სასკოლო კლუბებში, თნატოლთა მედიაცია)მონაწილეობა; საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში არსებულ სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ( დირექციასთნ, სამეურვეო საბჭოსთან) თნამშრომლობა
 ( მოქ.საბ.1,2,3,4,5,7,8,9,12,13);
Ø  სასკოლო აქტივობების დაგეგმვისას განსხვავებული შეხედულებებისადამიანებთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გათვალისწინება ( მოქ. საბ. 1,2,3,4,5,6,8,9,12);
Ø  პირადი და სასკოლო აქტივობების დაგეგმვისას მდგრადი განვითრებისა და დემოკრატიის პრინციპების ( თნასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინებიტ მოქმედება ( მოქ.საბ. 1.2,3,4,5,6,7,8,9,10,12).


ისტ (ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისწიგნიერება
●       ციფრული ტექნოლოგიებისკომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და / ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომისმისი მართვისინტეგრაციისშეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
  ტექნოლოგიის გამოყენებაროგორც ინფორმაციის კვლევისორგანიზებისშეფასებისა და კომუნიკაციის საშუალებისინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური / იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

             შეფასება: გამსაზღვრელი (წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით).

            თარიღი: 21.10.2019 წელი.
            მასწავლებლის ხელწერა:

















გაკვეთილში ჩართულობა






ქულები და კრიტერიუმები
9–10
7–8
4–5–6
1–2–3
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა
გამართულად მეტყველებს
იცავს მართლმეტყველების   ელემენტარულ წესებს. მეტნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების   ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად   წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს

და არ აცდის საუბრის დამთავრებას












განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-6
1-3
გაკვეთილში ჩართულობა
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესშიწარმართავს საგაკვეთილო მსჯელობებს.
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საკლასო მსჯელობებში.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
გამართული და სწორი მეტყველება
მეტყველებს გამართულად,აქვს მდიდარი ლექსიკა.
მეტყველებს გამართულა.
მეტნაკლებად გამართულად მეტყველებს
უჭირს გამართული საუბარი.არ იცავს მეტყველების ელემენტერულ წესებს.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
საკუთარ მოსაზრებებს ყოველთვის დასაბუთებულად წარმოადგენს.მოყავს შესაბამისი არგუმენტები.
ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდენას.
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას.
ვერ ასაბუთებს აზრს.
პარალელის გავლება ნასწავლთან,გაგონილთან
შესწევს უნარი სრულფსოვნად გაავლოს პარალელი ნასწავლთან ,გაგონილთან.
შეძლია გაიხსენოს ნასწავლი და დააკავშიროს ახალთან.
ახერხებს დააკავშიროს ახალი ნასწავლთანგაგონილთან
ვერ ახერხებს

ნასწავლი ან გაგონილის ახალთან დაკავშირებას.
ტექსტის წაკითხვა და საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.
კითხულობს მხატვრულად,სრულფასოვნად გადმოცემს წაკითხულს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს გამართულად და გადმოსცემს  აზრს საკუთარი სიტყვებით.
კითხულობს,მაგრამ აზრს ვერ გამოთქვამს სრულყოფილად.
ვერ კითხულობს გამართულად,არ აქვს წაკითხულის აღქმის უნარი.
პრობლემის ამოცნობა და მის ირგვლივ მსჯელობა
ადვილად ამოიცნობს პრობლემას და მისირგვლივ მსჯელობს სრულფასოვნად.
ამიცნობს პრობლემას დამსჯელობს მის ირგვლივ.
ამოიცნობს პრობლემას,მაგრამ ვერმსჯელობს დამაჯერებლად.
ვერ ამოიცნბს პრობლემას და ვერ მსჯელობს მის ირგვლივ.

                                                          










ისტ- გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

        ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თითქმის წარმოუდგენელია დღეს ისტის გამოყენების გარეშე სრულყოფილი გაკვეთილის ჩატარება.
       მისი გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას,ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის , არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ესკი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქ­ტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.
       ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას აგრდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებასაც. ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების შესაძენად.
     ჩემს მიერ წარმოდგენილე  გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილზე ისტის გამოყენებას როგორც პედაგოგის მიერ ინფორმაციით გამდიდირებული აღქმადი რესურსის მიწოდებას მოსწავებისათვის,ასევე მოსწავლეების მიერ მოძიებული ვიზუალური თუ ინტელექტუალური მასალის წარდგენას. სწორედ ასეთი მიდგომით დაგეგმილი  გაკვეთლი ავითარებს მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებს ,მოსწავლე იძენს :ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევას,გამოსახულებებთან - აუდიო მასალასთან მუშაობის უნარ ჩვევებს საკუთარი იდეების გადმოსაცემად ,ინფორმაციის ორგანიზების და შენახვის  უნარ -ჩვევბს ,უვითარებს კვლევითი უნარების და .აშ .






 

No comments:

Post a Comment

საქალაქო კონკურს-პროექტი ჰერალდი თემაზე ,,განათლება''

სამოქალაქო განათლების კლუბის ,,თემიდა 2019''-ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში თემაზე ,,განათლება'', კონკურსისათვის წ...