გაკვეთილის გეგმა
საგანი: სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო საფეხური
, მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:21
სსსმ მოსწავლე:
1
გაკვეთილის თემა: ადამიანის
უფლებები (I ნაწილი)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
გააცნობიერებენ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვის აუცილებლობას. დემოკრატიის პრინციპებს
დააკავშირებენ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან.
(წითელი
ფერით აღნიშნულია, სსსმ მოსწავლისათვის განსახორციელებელი აქტივობები და მსაღწევი შედეგები)
მიმართულება: VII პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია
მოქ.საბ.2.
საკუთარი თავის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ( მაგ: სასკოლო თემის წევრად
აღქმა)
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ.)
|
1
|
მისალმება, განწყობა- პოზიტიური მოლოდინების დასახვა
არავერბალური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება-მასწავლებელიამოიკითხავსსიას
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
ჟურნალი,
ფურცელი
|
2 წთ.
|
2
|
მასწავლებელი აცნობებს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას
და მიზანს. ახსენებს შეფასების კრიტერიუმებს
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
შეფასების რუბრიკა
|
2 წთ/
|
3
|
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სახელმძღვანელოში
მოცემულ სურათს (წყარო 1) და სთხოვს დააკავშირონ სურათზე მოცემული საგნები უფლებებთან,
რომელი საგანი, რომელ უფლებასაღნიშნავს. რატომ არიან საგნები ერთმანეთის თავზე განლაგებული?
რა მოხდება ნებისმიერი ერთი რომ გამოვაცალოთ?.
მასწავლებელი ნიკოლოზს უჩვენებს სახელმძღვანელოში
მოცემულ წყარო1-ს და ეხმარება ერთი საგნის დაკავშირებაში უფლებასთან.
მოსწავლე ასახელებს ძირითად უფლებებს (მაგ: განათლების უფლება, სიცოცხლის
უფლება,უსაფრთხო გარემოში ყოფნის უფლება)
|
თვალსაჩინოებითი
კითხვა- პასუხი
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო,
ფლიფჩარტი,
მარკერი
|
3 წთ.
|
4
|
მასწავლებელი წარმართავს ლექციას ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციის მიღებისა და მნიშვნელობის შესახებ
|
ინტერაქტიული მინი ლექცია
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო
( პპ ფაილი)
|
5 წთ.
|
5
|
მასწავლებელი ჯგუფებში დამსხდარ მოსწავლეებს აძლევს
განსახილველადსახელმძღვანელოში მოცემულ სიტუაციას ( აქტივობა 1) და სთხოვს შეთანხმდენენ
ადამიანის რომელი უფლებეები ირღვევა მოცემულ სიტუაციაში
მასწავლებელი ნიკოლოზს სვამს ერთ-ერთ ჯგუფში
და სთხოვს მოსწავლეებს დაეხმარონ სიტუაციის შინაარსის გაგებაში, ასევე მასწავლებელი
ნიკოლოზს მიუთითებს რომელი უფლებებია დარღვეული
მოსწავლე განარჩევს
დამნაშავე და უდანაშაულო ადამიანს, მოცემულ სიტუაციაში.
|
პრაქტიკული
|
ჯგუფური მუშაობა
|
სახელმძღვანელო,
ფლიფჩარტი,
მარკერი
|
5 წთ.
|
6
|
მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს კლასის
წინაშე და მიმდინარეობს განხილვა
|
პრეზენტაცია
|
საერთო საკლასო
|
ფლიფჩარტი
|
6 წთ.
|
7
|
მასწავლებელი აძლევს წასაკითხად მოსწავლეებსსახელმძღვანელოში
მოცემულ ტექსტს, სადაც ჩამოთვლილია ადამიანის უფლებები და სთხოვს ისინი დაალაგონ
თანმიმდევრობით, მათი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანიდან ნაკლებ მნიშვნელოვნამდე და
დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი.
მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით განარჩევს სრულწლოვანის და არასრულწლოვანის უფლებებს ერთმანეთისგან;
|
პრაქტიკული
|
ჯგუფური მუშაობა
|
ფლიფჩარტი
მარკერი
|
6 წთ.
|
8
|
ჯგუფებიდან წარმომადგენლები აკეთებენ პრეზენტაციებს
და ასაბუთებენ თავიანთთგადაწყვეტილებებს/ პასუხობენ შემდეგ შეკითხვებს: როგორ მიხვედით დასკვნამდე? იყო თუ არა რთული
ურთიერთშეთანხმების მიღწევა?
|
პრეზენტაცია
|
საერთო საკლასო
|
ფლიფცარტი,
მარკერი
|
6წთ
|
9
|
მასწავლებელი წარმართავს ინსტრუქციას შემდეგი კითხვების
გამოყენებით:
რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის
მიღებას?
რატომ გახდა საჭირო ადამიანის უფლებების წერილობითი
სახით ჩამოყალიბება?
რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა
დემოკრატიული გარემოს შესაქმნელად?
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა
პრაქტიკაში?
მასწავლებელი ნიკოლოზს უსვამს კითხვას
: რომელი უფლება დაგამახსოვრად და მოგეწონა ყველაზე მეტად?
|
დისკუსია
|
საერთო საკლასო
|
ფლიფჩარტი ან პპ ფაილი
|
7 წთ.
|
10
|
მოსწავლეთა
შეფასება
(თვითშეფასება, ურთიერთშეფასება)
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
რუბრიკა
|
3 წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოქ. საბ. 3. საკუთრი და სხვა ადამიანის უფლება-მოვალეობების გაცნობიერება
და დაცვა;
მოქ. საბ. 4. დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან
დაკავშირება.
მოქ.საბ.2. საკუთარი თავის საზოგადოების სხვადასხვა
ჯგუფის ( მაგ: სასკოლო თემის წევრად აღქმა)
შეფასება: განმავითარებელი
შეფასება/კომენტარი/
ჩართულობის შეფასების
რუბრიკა
N
|
კრიტერიუმები
|
დონე
|
1
ქულა
|
1
|
მოსმენა
|
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
|
2
|
ცოდნა
|
იყენებს გაკვეთილზე მიღებულ ახალ ინფორმაციას
|
|
3
|
არავერბალური/
ვერბალური კომუნუკაცია
|
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს, შეუძლია
ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალურიკომუნუკაციის ფორმები ( თვალით, ჟესტებით,
გამომეტყველებით, ხმით)
|
|
4
|
მონაწილეობა
|
იჩენს ინტერესს თემისადმი საჭირო კომენტარებითა და
აზრის გამოთქმით
|
|
5
|
კოოპერირება
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის
გამოთქმას და იცავს წესებს
|
|
6
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
არგუმენტები გამყარებულია ცოდნით, იყენებს ტერმინებს
და არის ლოგიკური კავშირი განსახილველ საკითხებთან
|
|
7
|
ცოდნის ტრანსფერი
|
განვლილ მასალას აკავშირებს ახალ ცნებებთან, აკეთებს
შესაბამის დასკვნებს
|
|
8
|
დროის ლიმიტი
|
იცავს დროის მოცემულ ლიმიტს, ანაწილებს და გეგმავს
დავალების შესაბამისად.
|
|
9
|
რესურსების გამოყენება
|
შეუძლია ინფორმაციის წაკითხვა და ორგანიზება სხვადასხვა
საინფორმაციო ტექსტების გამოყენებით
|
|
10
|
საკითხის გაანალიზება
|
შეუძლია საკითხის ანალიზის საფუძველზედასკვნების გამოტანა
და პოზიციის დაფიქსირება
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა
N
|
კრიტერიუმები
|
ქულა
|
1
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
1
|
2
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
|
2
|
3
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ
|
2
|
4
|
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთვარ იდეას, აკეთებს
დასკვნებს
|
2
|
5
|
ჯგუფუ პასუხობ შეკითხვებს
|
2
|
6
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა
პრეზენტატორი
|
||||
კრიტერიუმები
|
I
|
II
|
III
|
IV
|
შესავალი საინტერესოა (შეუძლია პრობლემებისიდენტიფიცირება)
|
||||
აქვს ნაშრომის წარმოცენის უნარი
|
||||
აქვს შემოქმედებითი უნარი
|
||||
გვთავაზობს პრობლემების გადაჭრის გზებს
|
||||
შეუძლია თემის გასაგებად წარმოდგენა
(ლოგიკური ჯაჭვი)
|
||||
საუბარი გამართულია
|
||||
იყენებს თვალსაჩინოებას
|
||||
აქვს აუდიტორიასტან კონტაქტი
|
||||
აქვს ინფორმაციის ფლობის უნარი(ადეკვატური კითხვა-პასუხი)
|
||||
იცავს დროის ლიმიტს
|
||||
ჯამი
|
||||
რეფლექსია
ჩატარებულ გაკვეთილზე
მე-7
კლასი
სამოქალაქო
განათლებათემა: ,, ადამიანის უფლებები’’
მასწავლებელი:
ნათია ზვიადაძე.
2019/20
სასწ/წელი
ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
პატივისცემის გრძნობის ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ტოლერანტული უნარების ჩამოყალიბებას.
ასევე, გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარის
განვითარებას.
დასახული მიზნები სულად იქნა მიღწეული.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2019-20 სასწავლო
წელს მე-7 კლასებში შევიდა ახალი საგანი ,,სამოქალაქო განათლება’’, აქედან გამომდინარე
გადავწყვიტე აღნიშნული თემის ,,ადამიანის უფლებები’’-ის თემაზე გაკვეთილის ჩატარება,
ვინაიდან მოსწავლეებისთვის ახალი მასალაა და ვფიქრობ აღნიშნულ საკითხზე ყურადღების
გამახვილებაა საჭირო, რადგან მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ ადამიანის უფლებები და
მოვალეობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გეგმის შესაბამისად წარიმართა გაკვეთილის ყველა ფაზაში
შემავალი აქტივობა: გამოწვევის ფაზა (სიტუაციების
განხილვა, აქტივობა 1), შინარსის რეალიზება
(ფლიფჩარტზე მუშაობა) ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაციის მიღებისა და მნიშვნელობის შესახებ,და რეფლექსია.
გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო იმ ფაზაში, სადაც
მასწავლებელი აძლევს წასაკითხად მოსწავლეებსსახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს, სადაც
ჩამოთვლილია ადამიანის უფლებები და სთხოვს ისინი დაალაგონ თანმიმდევრობით, მათი აზრით
ყველაზე მნიშვნელოვანიდან ნაკლებ მნიშვნელოვნამდე და დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი,
გააკეთონ პრეზენტაციები.განხორციელდა აბსოლუტურად ყველა დაგეგმილი აქტივობა.
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის საინტერესო იყო გაკვეთილზე დაგეგმილ აქტივობებზე დაკვირვება,მოსწავლეებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა ადამიანის უფლებების თემაზე გაკვეთილის ჩატარება, რადგან მათ მიეცათ საშუალება
მოეფიქრებინათ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროსაკუთარი ალტერნატიული გზები და საკუთარი
პოზიციები გაემყარებინათ კონკრეტული მგალითებით. ამგვარმა აქტივობებმა ხელი შეუწყო
მოსწავლეებში პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას.
მე და ჩემმა კოლეგებმა ერთმანეთს გავუზირეთ აზრები გაკვეთილის
შემდეგ, რამაც სარგებელი მომიტანა როგორც მე, ასევე - მათ. კოლეგებისთვის ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი ერთგვარ სტიმულად იქცა თავადაც ჩაეტარებინათ
მსგავსი ტიპის გაკვეთილები და მოერგოთ აღნიშნული თემა თავიანთი საგნობრივი კომპეტენციებს.საკუთარი
ალტერნატიული გზები და საკუთარი პოზიციები გაემყარებინათ კონკრეტული მგალითებით. ამგვარმა
აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას.
გავაუმჯობესებდი დროის მენეჯმენტს. გაკვეთილის მცირე
ზომიდან გამომდინარე (35 წთ.), მე, როგორც პედაგოგი, ვიყავი ძალიან დაძაბული და ვცდილობდი,
მკაცრად მეკონტროლებინა დრო და ჩემდა უნებურად, იმის ნაცვლად, რომ დროის ჩარჩოს გავცდენოდი,
მოხდა პირიქით, გაკვეთილის დასრულების შემდეგ კიდევ დამრჩა 2 წუთი, რომელიც გამოვიყენე
გაკვეთილის მიზნების შესაჯამებლად. ანუ, მოსწავლეებს გავახსენე, თუ რა იყო გაკვეთილის
თემა (პატივისცემა) და მიზანი (მოსწავლეებისთვის პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება)
და მათთან ერთად გავაანალიზე, როგორ და რა სახით მივაღწიეთ გაკვეთილზე ჩვენ მიერ დასახულ
მიზანს.აუცილებლად დავხვეწ დროის მენეჯმენტის საკითხს.










No comments:
Post a Comment